კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს ვარშავის სამიტზე MAP-ს არ მიანიჭებენ.
„გადაწყვეტილება, რომ ფოკუსირება მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე და როგორ შეიძლება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება, შესაძლოა ფურცელზე გაჩნდეს - არის სწორი და მართებული მიდგომა, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. არ გვინდა MAP-ის გაფეტიშება... არ ვაქციოთ პოლიტიკური დისკუსიის საგნად. MAP-ს საქართველოს სამიტზე არ მიანიჭებენ. რასაც საქართველოს მთავრობა გააკონტროლებს და აქ ჩვენ, არის დანარჩენი ანუ ყველაფერი, MAP-ის გარდა.
საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი წევრობისთვის მოსამზადებლად. წლიური ეროვნული პროგრამა თითქმის იგივეა რაც MAP. ადრეც მისაუბრია, გასათვალისწინებელია რა რეგიონალური გართულებები, შესაძლოა იყოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო MAP-ს მიიღებს და NATO-ს არ ეცოდინება, თუ როდის შეიძლება საქართველო უკვე MAP-ის შემდეგ წევრი გახდეს. ამ საკითხების განხილვა ლეგიტიმურია", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.