იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:
„სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამერიკაში არჩევნები წააგო. იმიტომ რომ ეს იყო ფაბრიკაცია.
ჩემი სამოქალაქო მიუკერძოებელი პასუხიმგებლობიდან გამომდინარე, ვალდებული ვარ ავხსნა, რატომ.
#საქართველოსპარლამენტი #ცესკო #შსს #სსს
მოგიწევთ განმარტების მოცემა ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის, ხალხისთვის, საზღვარგარეთ მაინც, სადაც ქართული მოსახლეობა არც ისე მრავალრიცხოვანია და არჩევნების ტენდენცია წინასწარ ცნობილია.
აშშ-ში, კერძოდ, ნიუ-იორკში, წინასწარი სავარაუდო მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიმცემი ქართველების რაოდენობა მეტად აღემატებოდა ე.წ. ნაცებს, მათი დაუღალავი აქტივობის მიუხედავად. ხაზგასმით ვამბობ: საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების საუკეთესო ნაწილი, რომელთა მიზნები განვითარება, განათლების მიღება და კარიერის სხვა, გლობალურ და მსოფლიო დონეზე გადაყვანა პრიორიტეტია, მათი მენტალობა არ არის დაავადებული ფაშიზმის და ნაციზმის სამარცხვინო ავადმყოფობით. ეს არის სენი, და საქართველოს საუკეთესო, მოაზროვნე, მორალურად ჯანსაღი ნაწილი უპირისპირდება მას.
ქართველები ამერიკაში არ არიან ის ჯგუფები, ინტრიგანები, ჭორების გამავრცელებელი სააგენტოები, რომლებსაც მრავლად ხედავთ გაუგებარი ინტონაციებით. ქართველები ამერიკაში არიან განათლებული, ერუდირებული, დემოკრატიის პრინციპებით მცხოვრები თავისუფალი ადამიანები და მათი გული ფეთქავს სამშობლოს სიყვარულში.
რასაც ვერ ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომლებიც ძირს უთხრიან სამშობლოს სიძულვილის თესვით, ენმ-ის ყოფილი და როგორც ფაქტებით ჩანს, კვლავ მოქმედი წევრების ლიდერობით და აქტიური მუშაობით.
არავისთვისაა ფარული ის ფაქტიც, რომ მიშა სააკაშვილი, თავისუფლად გადაადგილდება ნიუ იორკში, გააჩნია თავშესაფარიც, ბრუკლინში, როგორც ამბობენ, კეზერაშვილების სამფლობელოების სტუმარია.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით და, როგორც ნინო ბურჯანაძე იტყოდა, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნავ: აშშ-ში არჩევნებმა ჩაირა ნაცების სრული კონტროლის ქვეშ, მათი სპეციალურად მოქმედი ზონდერ ბრიგადების მონაწილეობით.
ვიდეო, რომელიც გავრცელდა, ვინმე პაატა აბჟანდაძის მონაწილეობით - მთავარი მოქმედი პირის როლში (პროვოკაციების ცნობილი შემსრულებელი, მათ შორის 2012 წელს), ასახავს ჩოჩქოლს საარჩევნო უბნის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე. ვიდეო წაიშალა ქსელიდან, ემიგრანტებზე ზეწოლის გამო. ძალიან ნაცნობი ნაცისტური მეთოდით.
გენერალურ საკონსულოში, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანო განლაგდა პირველ და მეოთხე სართულებზე. პირველ სართულზე არჩევნებისთვის განკუთვნილ სპეციალურად ნაქირავებ ფართში (სადაც კამერები არ იყო დამონტაჟებული, თუ არ ვცდები, თუმცა გადასამოწმებელი ინფორმაციაა) და მეოთხე სართულზე, საკონსულოს ფართში.
ზუსტად პირველ სართულზე მოხდა ჩოჩქოლი, როდესაც ყველა გამოყვა "პაატას" და სავარაუდოდ, ეს ის მომენტია, როდესაც მოხდა ბიულეტენების გადათამაშება.
ფაქტია, რომ უბანზე მისული იყო უამრავი ხალხი, საბოლოო ჯამში კი მთლიანად აშშ-ში რატომღაც "დაფიქსირდა" 1460-მდე ადამიანი (ციფრი მიახლოებითია ზუსტი არაა ზუსტი გაურკვეველია).
ეს პირველი ნაწილი არჩევნებიდან, რაც ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველების შეგნებულ ნაწილს აინტერესებთ.
ნაწილი მეორე, აუცილებლად ხაზგასასმელი: გავრცელდა ინფორმაცია გენერალური საკონსულოს პასუხიმგებლობაზე, ნაცების ხელაღებულ თარეშზე საარჩევნო უბანზე. ყველა, ვისთვისაც პროცედურა ცნობილია, იცის, რომ არჩევნები კოორდინირდება ცესკოს მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან და სხვა დამხმარე უწყებების მიერ. ძალიან გთხოვთ, ნუ აბამთ კუდებს გენერალურ კონსულს. დაჟინებული თხოვნაა, ის არაფერ შუაშია, ზეწოლა, რომელიც განხორციელდა ამ არჩევნების დროს აშშ-ში, ნაცების სერიოზულ აქტივობას უკავშირდება და კოორდინირდება საქართველოდან, არსებული მთავრობისთვის მოღალატე კადრების მიერ. რისი დასტურია კობა სუბელიანის- სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანის- მეთვალყურედ ყოფნა პირველ სართულზე და მის ირგვლივ ენმ-ის მხარდამჭერთა მზვერავების მუშაობა.
მესამე: ჩნდება კითხვა, რატომ ეშინია კვლავ, საქართველოს მოქალაქეს, ზეწოლის, საზღვარგარეთ, ზონდერებისგან. მე მეგონა, დემოკრატიული ქვეყანაა საქართველო და ამერიკაში ასეთი გაუგონარი ქცევა მათგან დაისჯებოდა საქართველოს მთავრობის და კომპეტენტური ორგანოების მხრიდან.
ყველაზე მთავარი: ვიდრე სალომე ზურაბიშვილს მოსთხოვთ საგარეო მტრებზე ნაბიჯებს, ოკუპაციაზე დასვამთ კითხვებს და საგარეო დიპლომატიური ვიზიტებით დაინტერესდებით- ნუ გავიწყდებათ- საგარეო პრობლემებზე წინ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი საფრთხე- ჩვენი შიდა მტერი. რომელიც არ დაისაჯა 2012-ში და გახდა ბორჯომის ტყის მოსიარულე უცნაური ცეცხლივით. უნდა ვაღიაროთ, ჩვენ გვყავს შიდა მტერი, საშინელი, სასტიკი, უმოწყალო. მას ჰქვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ნაც ფაშისტური დაჯგუფება, რომელთა აქტივობამ ამ არჩევნებზე გადააჭარბა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ეთიკის ყველანაირ ნორმას. და ეს პროცესი არ წყდება, გრძელდება, მათ შორის თავისი გაქცეული კრიმინალი ყოფილი პრეზიდენტის სახით, რომელიც არაფერს აკეთებს, გარდა არეულობის მოწოდებისა, ხან საქართველოში ხან უკრაინაზე -ვირტუალურად. ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ის აღიარებულია დამნაშავედ და გაურბის კანონის წინაშე პასუხისმგებლობას. უკრაინაზე უკვე საომარი მოქმედებაა და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, უკრაინული მოდელის გადმოტანა საქართველოზე, მითუმეტეს, როცა საქართველოს საოკუპაციო ხაზთან კეზერაშვილის ბანდა პროვოკაციებს არ აჩერებს.
ხაზს ვუსმევ: ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. საქართველომ უნდა იცოდეს სიმართლე. სიმართლის შიშის ფაქტორი უნდა გაქრეს ეთხელ და სამუდამოდ, ენმ თავისი კგბ-ს და კომუნისტური ადამიანების ჩაგვრის დასჯის გადასახლების მკვლელობის წამების დაშინების და უამრავი არაადამიანური მეთოდებით უნდა აიკრძალოს, როგორც ბოროტების მანქანა,რომელიც სახლდება სუსტი აზროვნების ადამიანებში და გათვლილია ადვილად დასაყოლიებელ მასაზე,სოციალურად დაუცველებზე და ახალგაზრდობაზე. ჩვენ გაგვიმართლა რომ ეს არჩევნები ნამუსიანად მოვიგეთ, რადგან ადვილად დასაყოლიებელი მასა ყოველთის ჭარბობს საღად მოაზროვნე ადამიანებზე. გაგვიმართლა, რომ მათ არ დაივიწყეს და არ აპატიეს ფაშიზმის რეჟიმს ის დამცირება და შურაცხყოფა, რომელსაც კიდევ დიდხანს ვერ მოვიშუშებთ. შავი ხვრელი, რომელიც უნდა გამოცხადდეს შავ ლაქად და შესაბამისი საფეხურები გაიაროს, მართლმსაჯულების აღსრულების, მათთან ერთად ყველა, ვინც მათ მხარს უჭერს- გაერთიანებულ ოპოზიციას უწოდებენ საკუთარ თავს თუ მხარდამჭერებს- ეს დაახლოებით 40% ნამდვილი თუ გაყალბებული ესეც გაუგებარია- არის საქართველოს კიბოს ის სტადია, რომელიც უნდა დაიმარხოს და ისტორიის სახელმძღვანელოებში შევიდეს, როგორც ნეო ნაციზმის თანამედროვე გამოვლინება, ერის სირცხვილი.
ეს არ არის მოწოდება, ეს არ არის ისტერია. ეს არის ფაქტი, რომ არჩევნები აშშ-ში ნაცების კონტროლირებადი იყო და ფაქტიური შედეგი რეალურ ციფრთან მიახლოებულიც არაა. ეს არის ნიშანი, მთავრობის შემდგომი მუშაობის მიმართულების. მთავრობის, რომელიც როგორც ჩანს, უხვადაა მოღალატეებით დაკომპლექტებული და ეს არჩევნები კიდევ ერთხელ ამ დიდი ღალატის დასტურია.იმედია ლუსტრაციის კანონი ძალაში შევა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე.
აუცილებლად იქნება მისაღები კანონი, იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ვირტუალურ ჯგუფებს და მოუწოდებენ სუსტ მასებს,ნაკარნახები მეთოდებით იცხოვრონ; დასცინონ, შეურაცხყოფა მიაყენონ სხვის აზრს, დაგმონ აზრის გამოხატვის თავისუფლება და შექმნან მხოლოდ მათთვის გასაგები, არაადამიანობის კრიტერიუმები.
მწამს, რომ ჩვენ, დავიბრუნებთ იმ მთავარ ფუნდამენტალურ, ჩვენთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფასეულობებს, რომლებმაც მოგვიყვანა დღემდე, და კოლტს, წოდებულს პარტიად, ავკრძალავთ ხალხის მოთხოვნით და გადაწყვეტილებით, საქართველოს მშვიდობიანი არსებობისთვის.
ეს არ არის ჩემი ბოლო სტატუსი ამ თემაზე. არ გავჩერდები, არ დავიღლები შეხსენებით, მოთხოვნით და თხოვნით, სანამ ყველა, ვისაც წილი მიუძღვის ხალხის - ჩემი თანამედროვეების- წამებაში, გაუპატიურებაში, ტანჯვაში და გაუბედურებაში, არ დადგება სასამართლოს წინაშე. სანამ არ შეწყდება ფსიქიურად აშლილი ყოფილი, მაგრამ სამწუხაროდ პრეზიდენტის "ლაივები" და მოწოდებები დესტაბილიზაციაზე. ჩვენი ოჯახები არიან საქართველოში და თქვენი, სისტემის მოვალეობაა, დაიცვათ მოქალაქეები და თუ შეიძლება, გაითვალისწინეთ ხალხის თხოვნა, იმ ხალხის, რომელიც არც ბრმაა არც ჩლუნგი არც დებილი. ხალხის, რომელიც საკმაოდ დაკავებულია თავისი ცხოვრების წისნვლაზე ზრუნვით, რომ არ ხლართოს ინტრიგები ენმ-ის ფარული მფარველების შკვეთილ ტელევიზიებზე, ქსელებში და აგენტურ მუშაობაში, მკვლელებთან ერთად.
ეს წერილი არ ემსახურება არჩევნების შედეგების გადახედვას- საბედნიეროდ, მოვიგეთ, ეს წერილი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა იცოდეს- მას ამერიკა არ წაუგია, ჩვენ ის გვიყვარს, გვჯერა მისი და ყოველთვის დავუჭერთ მხარს მის ბრწინვალე დემოკრატიულ დიპლომატიურ ხედვას და ჩვენის მხრივ, მივაწოდებთ განწყობას და ქვეყნის გაუმჯობესების სურვილებს. მან თვითონ გვითხრა- მსურს ვიყო პრეზიდენტი ხალხისთვის- ჩვენც გვინდა ვიყოთ ღიად, მასთან ერთად, ქვეყნის სამსახურში, ჩვენი ძალებით! ჩვენ ერთად ვქმნით ქვეყანას.
ეს წერილი, ასევე, ემსახურება ნაცების, მათ უკან მდგარი ძალების, ენმ-ის, როგორც პარტიული ერთეულის და ქართული საზოგადეობის ნაწილის კანონის აღკვეთის მოთხოვნას.
ps უცხოურ მას-მედიას ვინმემ აუხსენით, კრიმინალ დამნაშავეებს ინტერვიუებს ნუ ართმევენ. ნუ გერიდებათ მსოფლიოსთან თქმა,რომ ნეოფაშიზმს ვებრძვით. ისინი დაგვეხმარებიან მათ აღკვეთაში. არ უნდა მისცეთ უფლება, ნაცების ბანდას, სიცრუით ქვეყანას იმიჯი გაუფუჭონ. კონკრეტულად უნდა ითქვას: სააკაშვილი და ყველა,გამოძიებასთან დაკავშირებული პირი, გაურბის სამართალს. ისინი არ არიან პოლიტიკური "დევნილები" და "პატიმრები". ისინი არ თანამშრომლობენ გამოძებასთან, რადგან ჰყავთ თავისი კადრები ყველგან. გააგებინეთ ეს უცხოურ მას-მედიას, გაეროს, ევრო საბჭოს, ეუთოს, დაიგზავნოს ნოტა ყველა ქვეყანაში. ეს არ არის დევნა,ეს საქართველოს მკურნალობაა ფაშიზმისგან. და რაც უფრო დროულად მოხდება,მით უკეთესი რადგან ნორმალური მოქალაქეების დევნა-დაშინება და მათზე და ქვეყანაზე ნეგატიური ზეგავლენა არ წყდება.
ვუსურვებ საქართველოს ბედნიერებას.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ვთხოვ, თუ გაქვთ სურვილი, დაამატეთ კონკრეტული ფაქტები, თუ რაიმე გამომრჩა. ჩვენი პრეზიდენტი ევროპელია, დიდი ხნის ოცნება აგვიხდა, ყველა შევეცადოთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყანა.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
ბოდიში არც ერთს არ მოგნიშნავთ, ცესკო პარლამენტის, საგარეოს და შსს-ს გარდა. რთული თემაა და ვუყუროთ განვითარებას“ , - წერს შაფათავა.