logo_geo
eng_logo
თბილისში ცნობილი ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი გარდაიცვალა
- +

2 დეკემბერი. 2018. 03:41

 

 

გარდაიცვალა თბილისში ცნობილი ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.

 

სამირ სავჩუკს ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა. 4 წლის ასაკში დედამ მიატოვა - კიევის ერთ-ერთ შენობაში, მერვე სართულზე დატოვა და წავიდა. პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, საიდანაც საქართველოში წამოიყვანეს ჭიათურაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა.. თუმცა, არც მათთან ჰქონია ბედნიერი ცხოვრება ბიჭს.

 

რამდენიმე წლის წინ, სამირი ერთ-ერთ მეტროსადგურში გამვლელებმა სასტიკად სცემეს. მძიმე დაზიანებების შედეგად, ქუჩის მუსიკოსს სუნთქვის პრობლემა შეექმნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner