გარდაიცვალა თბილისში ცნობილი ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.
სამირ სავჩუკს ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა. 4 წლის ასაკში დედამ მიატოვა - კიევის ერთ-ერთ შენობაში, მერვე სართულზე დატოვა და წავიდა. პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, საიდანაც საქართველოში წამოიყვანეს ჭიათურაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა.. თუმცა, არც მათთან ჰქონია ბედნიერი ცხოვრება ბიჭს.
რამდენიმე წლის წინ, სამირი ერთ-ერთ მეტროსადგურში გამვლელებმა სასტიკად სცემეს. მძიმე დაზიანებების შედეგად, ქუჩის მუსიკოსს სუნთქვის პრობლემა შეექმნა.