მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ტყუილია ( ძახილის ნიშანი)! დათო ვერ და არ დაესხმებოდა თავს... ის არის ღირსეული, წესიერი, პროფესიონალი, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი... რომ მითხრეს არ დავიჯერე... მე მასთან ერთად მიმუშავია და მინახავს კრიზისულ სიტუაციებში... ამ მასალაშიც ჩანს, რომ აშველებს... სირცხვილია ასეთი რამ...
p.s. ძალიან გავბრაზდი... თავდასხმას არ ვამართლებ... მაგრამ ადამიანებზე ტყუილების გავრცელებაზე რეაქცია მაქვს“, - წერს რუხაძე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია.