logo_geo
eng_logo
ჯეიმს მატისი: პუტინის ნდობა არ შეიძლება
- +

2 დეკემბერი. 2018. 11:51

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა რუსეთი კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

 

მისი თქმით, მოსკოვი არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, ჩაერიოს სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესებში.

 

„ნოემბერში პუტინმა კიდევ ერთხელ სცადა, ჩარეულიყო აშშ-ის არჩევნებში და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მცდელობები გრძელდება“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

 

მატისის თქმით. აშშ-ი გააკეთებს ყველაფერს, რათა ამერიკული დემოკრატია დაიცვას.

 

„პუტინი ცუდი მოსწავლეა. ის ვერ ხვდება, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით რუსი ხალხის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას აღვივებს. პუტინი არაფრად ადებს საერთაშორისო შეთანხმებებს. მისი ნდობა უბრალოდ შეუძლებელია“,  – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

 

აშშ-ის დაზვერვამ ნოემბრის თვეში განაცხადა, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ცდილობს, ამერიკულ საზოგადოებაში უთანხმოება გამოიწვიოს და ამისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner