logo_geo
eng_logo
შსს: თბილისში უკრაინის შვიდი მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს
- +

2 დეკემბერი. 2018. 15:24

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს.

 

ამის შესახებ პირველ არხს უწყებიდან აცნობეს.

 

„თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის შვიდი მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner