logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა
- +

19 მაისი. 2016. 13:27



რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 რუსი ოფიცერი დაიღუპა და 16-ზე მეტი დაშავდა.



ძალოვანი უწყების ცნობით, სამხედროები ავტობუსით ცხინვალი-ყანჩავეთის მაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ავტობუსის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ხევში გადაიჩეხა.


დაშავებულები ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფებიან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს დავალებით, უახლოეს საათებში ცხინვალში გაემგზავრება სამხედრო სამედიცინო პერსონალი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner