logo_geo
eng_logo
კახა კალაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
- +

2 დეკემბერი. 2018. 21:16

 

 

„ძალიან მიხარია ის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებობს,“- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

კალაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

 

„პირველ რიგში მინდა, ხანუქობის დღესასწაული მივულოცო ებრაელ ხალხს. ქართველ ებრაელებს კი, განსაკუთრებით.  ჩემი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის სხვადასხვა ეროვნების სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანების თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი. ძალიან მიხარია ეს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებობს. ეს არის გასაფრთხილებელი. კიდევ ერთხელ მთელი გულით მინდა მიულოცო ებრაელ ხალხს დღევანდელი დღესასწაული, პირველ რიგში მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

„ისრაელის სახლში“ დღეს  ხანუქას დღესასწაული აღინიშნა. ასევე გაიმართა ხანუქას პირველი სანთლის ანთების ცერემონიალი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner