logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვემზადებით ინაუგურაციისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
- +

2 დეკემბერი. 2018. 21:18

 

 

„ვემზადებით ინაუგურაციისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებაზე კომენტარისას განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არავითარი რესურსი, ქვეყანაში ხელოვნურად გამოიწვიოს დესტაბილიზაცია.

 

„ჩვენ ვემზადებით ინაუგურაციისთვის, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასეთია ჩვენი დღის წესრიგი. დღეს დავინახეთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არავითარი რესურსი, ქვეყანაში ხელოვნურად გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენს დღის წესრიგს უნდა გავყვეთ. ველოდებით ინაუგურაციას და საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ხელისუფლების პასუხზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner