logo_geo
eng_logo
„დედაქალაქის მერი რომ არ იყოთ სხვას მივმართავდი...“
- +

2 დეკემბერი. 2018. 21:48

 

 

Facebook - გვერდი „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი“ თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ, რომლიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა:

 

„დედაქალაქის მერი რომ არ იყოთ სხვას მივმართავდი...

 

ბატონო კახა ამ საახალწლოდ სიკვდილი შეიძლება ბევრს განწყობას უფიჭებს მაგრამ ეს უკანასკნელი წინასწარ არავის უთანხმებს მის გეგმებს.

 

ორი დღის წინ ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ჩვენი დედაქალაქის კოლორიტი სამირ სავჩუკი, დღეს მისი გვამი სამხარაულის სახელობის პროზექტურაში არის დასვენებული.

 

ხალხის სიყვარული მიუკერძოებელია მას ვერ იყიდი ის უნდა დაიმსახურო. სამირმა ის მისი უბრალოებით მოიპოვა.

 

ჩვენ დაბალი სოციალური კლასის ადამიანები ვინც სატრანსპორტო საშუალებად მეტროს ან საკუთარ ფეხებს ვიყენებთ ვიცნობდით ახალგაზრდას რომელმაც მისი ხმით თავმდაბლობით და სევდით ჩვენ თავი შეგვაყვარა.

 

მისი ცხოვრება არ იყო ია-ვარდით მოფენილი: მიტოვება, ბავშვთა სახლი, შიმშილი, ცემა და ბოლოს სიკვდილი სხვის სახლში სხვის ლოგინში თანაც ამ საახალწლოდ დამეთანხმებით რომ სახარბიელო რამე ვერაა.

 

ბევრი თანამდებობის პირი ვერ მიხვდება რატომ დაგვწყდა ხალხს მის გარდაცვალებაზე ასე ძლიერ გული.

 

ბევრი დღესაც ვერ ვხვდებით რატომ იმეტებდნენ მას საცემად რუსული რომანსების შესრულების გამო.

 

სამირი ნახევრად ბოშა იყო უკრაინიდან საქართველოში როგორ მოხვდა თუ დაინტერესდებით ალბად მოგახსენებენ, მაგრამ ის ბევრ ქართველზე უკეთ მეტყველებდა ქართულად მას უყვარდა ჩვენი ერი ის ტიროდა როცა მღეროდა და მღეროდა მაშინ როცა ტიროდა, მასში ყალბი ერთი წვეთიც არ იყო. ამიტომ ვთვლით რომ ჩვენ ქართველი ვისოცკი დავკარგეთ.

 

მის არ ყოფნას ვერ იგრძნობს თქვენი წარჩინებული გარემოცვა რადგან ის ვინც ჩემი ერის ხარჯზე შავი ჯიპებით დადის არც მეტროთი სიარულს არ კადრულობს და არც ხალხში არ ტრიალებს.

 

სამირი დააკლდა უბრალო ხალხს, ის მათ ყურებს დააკლდა ზოგადად ბგერა ყველაზე დიდი ემოციის მატარებელია ამიტომ სამირის გიტარა ხალხის გულსაც დააკლდა.

 

მნიშვნელობა არ აქვს რითი მოკვდა რადგან ყველამ ვიცით თუ რითი იცოცხლა.

 

- მოგისმენიათ ბოშური რომანსი: ცხოვრებაზე სიცოცხლესა და სიკვდილზე დანარჩენს რომ ილუზიას ეძახის.

 

ბოშურ სიმღერას ბოშაზე უკეთ ვინ შეასრულებს თანაც ქართული ტემპერამენტით? არის ის რაც კაცმა თავად უნდა ნახო და მოუსმინო ვწუხვარ თქვენ უკვე ამას ვეღარ ნახავთ და ვერც მოუსმენთ რადგან სამირი აღარაა.

 

სამაგიეროდ თქვენ მისი გვამის ნახვა შეგიძლიათ პროზექტურაში..

 

ბატონო კახა ჩემი მომართვის არსი იცით რაში მდგომარეობს?

 

- თუ მერიის თანამშრომლებს მკვდარი კოლორიტი ახალგაზრდის დანახვის ეშინიათ იქნებ ჩვენ მაინც მოგვცეთ მისი ნახვის საშუალება.

 

ასეთი კაცი უპატრონოთა სასაფლაოზე დასამარხად გვენანება, ის ისე აცოცხლებდა ქალაქს ჩვენ არ დაუშვებთ წყნარად, პატივ მიუგებლად ერის სევდის გამოუხატავად ვინმემ ჩვენს ზურგს უკან მიწაში უჩუმრად ჩაფლას.

 

იქნებ თქვენი ავტორიტეტით უზრუნველყოთ სამირ სავჩუკის გადმოსვენება რომელიმე ტაძარში.

 

სამირი ქრისტიანი კაცი იყო.

 

ერთი დღე სამოქალაქო პანაშვიდით რომ დავაფასოთ უდაოდ დაიმსახურა.

 

ისე არ გაიგოთ თითქოს ვინმე ფულს და ხარჯებს გთხოვდეთ ამას ჩვენ უბრალო ხალხი მივხედავთ.

 

თქვენ მხოლოდ ბიუროკრატიას მიხედეთ თორემ ადრე თუ გვიან ყველა გზა მართალს წავალთ თბილ ლოგინში მონებივრეც და ცივ სარეცელზე გარდაცვლიც, ჯიპით მოგულავე და ფეხით მოწანწალეც, მდიდარი თუ ღარიბი ბოლოს იმ დიდ შავ ცივ და ბნელ თხრილში მოვთავსდებით სამარე რომ ჰქვია.

 

P.S. დღეს მედა გიორგი ქერდეყოშვილი ვიყავი მისული პროზექტურაში იქ ვნახეთ უბრალო ადამიანები როგორ ელოდებიან, უცდიდნენ როგორც ცოცხალს...

 

ეჰჰჰ რამდენი ცოცხალი ,,გვამი" დადის ჩვენს შორის და რამდენი გარდაცვლილის ხსოვნა კი პირიქით მარადიულად ცოცხლობს ხალხის გულში...

 

სამირი სიმართლის ჰარმონიას ქმნიდა ის თბილის დააკლდა. თქვენ კი ამ წერილის წაუყრუებთ დისჰარმონიას ნუ შექმნით და ხალხს ნუ გაანაწყენებთ.“

 

https://www.facebook.com/deci.macia.1/posts/356479398490300

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner