ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძალიან მიჭირს ვინმეს შექება, მით უმეტეს ხელისუფალის, თან შეიძლება ჩემისთანა „მარგინალი“ ტიპისგან მისთვის წამგებიანიც იყოს მარა ხოში მაქ და ვიტყვი, სახელისუფლებო სახეებიდან ვინც ნამდვილად დადო აგური სექტანტური უბედურების შესაკავებლად უპირველესი გიორგი გახარიაა, მას არაფერი არ დაურიგებია, ის უბრალოდ ხვდებოდა უბრალო ადამიანებს და ასევე უბრალო ენაზე ესაუბრებოდა ყოველგვარი მზადებისა და ძალდატანების გარეშე, მის შეხვედრებს არ უზრუნველყოფდა პარტიული აქტივი ის უბრალოდ ამ ქვეყნის შვილია თავის ადამიანურობით და უბრალოებით. რომელსაც თავბრუ არ ეხვევა მაღალ თანამდებობაზე“, - წერს თოფურია.