რუსულ საინფორმაციო საიტ timeout.ru-ზე, ჟურნალისტი ეკატერინა შაპოშნიკოვა საინერესო სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„თუ ერთ დღესაც გადაწყვეტთ, დაისვენოთ ისეთ ქალაქში, რომელიც მოსკოვს არაფრით არ ჰგავს, საქართველოს დედაქალაქში სეირნობისას, რესტორანსა და ქუჩებში ძალიან ბევრ მოსკოველ ნაცნობს დაინახავთ. როგორც ჩანს, მთელი მოსკოვი უკვე აქ არის. უნდა გაუგოთ მათ და თუ რატომ, ახლავე აგიხსნით:
თბილისში გამორჩეულად სუფთა ჰაერია, მოსკოვში კი მალე ვეღარ ისუნთქებ.
თბილისში ნებისმიერ ადგილას გასინჯავ გასაოცარ, სახლში დაყენებულ ღვინოს, მოსკოვში კი კარგი ღვინო ძალიან რთულად მოსაძებნია.
თბილისში ძალიან კარგი ფასებია: სადილი ღვინით 500 რუბლი, ტაქსი 150 რუბლი - მოსკოვში ბევრად ძვირი.
თბილისის ცენტრში კლდეებია, მოსკოვის ცენტრში კი - მხოლოდ საცობები.
თბილისი შენდება და ვითარდება, გაჩნდა ათეულობით ახალი შენობა, ქალაქში მოძრაობენ თანამედროვე სამარშრუტო ტაქსები, სადაც შეგიძლია საკრედიტო ბარათით გადაიხადო. შენდება ახალი საცხოვრებელი სახლები როგორც მტკვრის სანაპიროზე, ასევე ქალაქის გარეუბნებში გასაოცარი პეიზაჟებით. მოსკოვში კი რეალურად, ახალ სამშენებლო მასალაში იხდი ფულს.
თბილისში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც, პირდაპირ ქუჩაში შეგიძლია მოისმინო შტრაუსი ან ჰენდელი. ასევე ჯაზ ფესტივალი Tbilisi Open Air. კინოფესტივალი CinéDoc. ახალი ღვინის ფესტივალი და ბოლოს, თბილისობა. რაც მთავარია, ყველაფერს დაესწრები წლის ბოლომდე.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი ჩადის თბილისში. Jeff Mills -ს და Matthew Herbert-ს შეიძლება სადმე თბილისის ქუჩებში შეხვდე და ერთ ბოკალ „ქინძმარაულზე" დაპატიჟო. ჩვენი „Арма 17" კი უკვე ყელშია ამოსული.
იტალიური პარმეზანი თბილისში ევროპისგან განსხვავებით, ძალიან იაფი ღირს - 1000 რუბლი კილოგრამზე. ევროპაში იგივე პროდუქტი ორჯერ ძვირია.
თბილისის ქუჩებში სიარულისას იმდენ სიმპათიურ მამაკაცს დაინახავ, რომ მოსკოვში დაბრუნება აღარ მოგინდება.
თბილისში ძალიან საინტერესო დიზაინერები არიან: მოდის სახლი Materiel, Chubika, Atelier 10ა, Tatuna Nikolaishvili, ეს დიზაინერების ისეთ სამოსს კერავენ, რომელიც არა მხოლოდ წვეულებებზე, არამედ ყოველდღიურადაც შეგიძლია ჩაიცვა.
ყავის მაღაზია Dotstbilisi-ში შეგიძლია კარგი ყავაც დალიო და საინტერესო დიზაინერული ნამუშევრებითაც დატკბე, მოსკოვში ეს ორივე ერთად, თითქმის არ არსებობს.
არ შეიძლება დაგვავიწყდეს გოგირდის აბანოები, აქ ბანაობის შემდეგ 10 წლით ახალგაზრდავდები. მოსკოვში კი ყველაფერი იმაზე ზრუნავს, რომ 10 წლით უფროსს ჰგავდე.
ბარში Lolita ყველაზე სასიამოვნო, ლამაზი და საინტერესო ბარმენები არიან, მოსკოვში კი რაც უფრო მოდურია ბარი, მით უფრო აგდებულად გესაუბრება ბარმენი.
ბუტიკ-სასტუმრო „Rooms"- ში, აბაშიძის ქუჩაზე, შეიძლება ნახევარი მოსკოვი შეგხვდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შაბათ-კვირაა.
მშრალ ხიდზე, кузнецовский ფაიფურს იყიდი 10-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე მოსკოვში.
მხოლოდ თბილისში გაიგებ ნამდვილი ხინკლის გემოს, მოსკოვში კი ხინკლის ჭამისას მადას კარგავ.
და ბოლოს, თბილისში შეგიძლია, ქუჩაში გაეცნო ადამიანებს, მოსკოვში კი ეს არასდროს გააკეთოთ".
წყარო - Live.24