ვაშაძის გამოსვლა მოვისმინე ნაცების მიტინგზე...
მცირერიცხოვნობის და ძალთა შორის აშკარა სხვაობის გამო, ნაცები ცვლიან ტაქტიკას, ვეცდები მარტივად ჩამოვაყალიბო, რას გეგმავენ:
ნაცები სთავაზობენ ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსის შეცვლას, რისთვისაც ქმნიან 5 კაციან ჯგუფს და ხელისუფლებისგანაც ამდენივე წარმომადგენლის გამოყოფას, ვადას აწესებენ 16 დეკემბრამდე.
ეს ნაბიჯი მათ სჭირდებათ ახალი საინფორმაციო ველის შესაქმნელად, პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თუ ხელისუფლება დაყვება ამ ულტიმატუმს, მაშინ რ2, ნაცები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოები უცხოეთისთვის (დიპკორპუსი, საერთ. ორგანიზაციების წარმომადგენლობები, EPP...) დახატავენ ახალ რეალობას _ "საქართველო შესულია პოლიტიკურ კრიზისში, ოპოზიცია და ხელისუფლება იწყებს მოლაპარაკებას. ოპოზიცია კონსტრუქციულია, მსოფლიომ კონსტრუქციულობა უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებასაც..."ანუ ხელისუფლება უნდა დაყვეს ოპოზიციის მოთხოვნებს, რაც ყველა!!! შემთხვევაში გზას უხსნის ნაცებს ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის, იქნება ეს ვადამდელი არჩევნები, არჩევნები 2020ში, თუ სამოქალაქო არეულობა. როგორც კი ხელისუფლება ნაწილობრივ მაინც დათანხმდება, მითუმეტეს მოსალაპარაკებლად დაჯდება ნაცებთან, ის ვეღარ დააღწევს თავს ნაცების და მათი EPP-ელი პარტნიორების მიერ შექმნილი დღის წესრიგიდან.
ნაცების მედია დღესვე დაიწყებენ მცდელობას, უმრავლესობის წარმომადგენლებს დააცდევინონ მზაობა მოლაპარაკებაზე, რაც უმრავლესობამ არ უნდა დაუშვას. ნაცების თამაშში ჩართვა საფრთხეს შეუქმნის სალომე ზურაბიშვილსაც.
ასევე, ამ დღეებში უნდა ველოდოთ ნაცების ბანაკთან რამდენიმე ე.წ. "შუაშისტური პარტიის" მიერთებასაც. ეს პარტიები ნაცებთან თანამშრომლობას გაამართლებენ საერთო მიზნებით კონკრეტულად კოდექსთან მიმართებაში, თუმცა რეალურად ადგილი ექნება ნაცების ღერძის გარშემო ახალი, სრულიად ლუსტრირებული სატელიტური ალიანსის შექმნას.
ხელისუფლებას არაფერში აქვს სამართლებელი თავი, თუნდაც იმიტომ, რომ არჩევნებში ნაცები დაამარცხა არა ხელისუფლებამ არამედ ხალხმა, არა ოცნებამ, არამედ მასზე გაბრაზებულმა საზოგადოებამ, არა ადმინისტრაციულმა რესურსმა, არამედ მილიონზე მეტმა ანტიფაშისტმა და ანტიჯალათმა.
კოდექსი რომ დასახვეწია, ეს რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა და გამოთქვა კიდეც მზაობა, იმუშაონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ახლა ნაცები ეცდებიან, ეს მზაობა მიიწერონ საკუთარ ინიციატივად და თავად მართონ პროცესი, რომლის რეალური მიზანი სულ სხვაა.
დღეს ხელისუფლებას ევალება მხოლოდ ერთი, არ მისცეს ჯალათების პარტიას კონსტიტუციიდან გასვლის უფლება. რამდენჯერაც უნდათ შეიკრიბონ და აყენონ ულტიმატუმები, მთავარია არ იქნას დაშვებული არეულობა მათი მხრიდან, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს რეაქცია გაბრაზებული საზოგადოებუსგანაც. მხოლოდ წესრიგის დაცვა და არცერთი შანსი ნაცებს, მოაწყონ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება...
გიორგი უძილაური