logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: დღეს ვერც „კის“ ვიტყვი და ვერც „არას“
- +

19 მაისი. 2016. 14:11



 

დღეს ვერც კის" ვიტყვი და ვერც არას", -ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელთან დაკავშირებით საუბრისას.  



კვაჭანტირაძის თქმით, მისმა კოლეგებმა შემოიტანეს კანონპროექტი და პარლამენტი ვალდებულია იგი განიხილოს.


 

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს შეიძლება უკვე ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია", - თქვა კვაჭანტირაძემ.



პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების ორ ვერსიას: პირველი ვერსიით, რომელსაც მხარს უჭერს უმრავლესობა, მაჟორიტარული ოლქები უქმდება 2020 წლიდან; მეორე ვერსიით, რომელიც ენმ-ს მიერაა ინიცირებული, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2016 წლის არჩევნებზე.



ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის" მიერ ინიცირირებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რომლის მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში სპეციალური ფორმულით გამოითვლება იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომელიც გადალახავს 5%-ან ბარიერს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner