ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„როცა მურმან დუმბაძე „ნაცების” აქციაზე ამას ამბობდა, მე ჩემს გადაცემაში ვსაუბრობდი. რომ გამოვედი, დამირეკეს და მითხრეს, - მურმან დუმბაძემ მიტინგზე შენზე ილაპარაკა და თქვა, რომ ორსართულიანი სახლი გაჩუმების სანაცვლოდ გაჩუქესო. მაშინვე დავურეკე ბატონ მურმანს და მითხრა, რომ მე არ მგულისხმობდა. ჩემი თავი მეც არ მიგულისხმია, მაგრამ ასეთ დროს, როცა ბრალდებას კონკრეტული ადრესატი ჰყავს, სჯობს დასახელდეს”, - წერს მიქიაშვილი.