logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: არავინ, აღარასოდეს, არანაირი მიზეზით აღარ გაურიგდება ნაცებს და ნაცასკოლკებს!
- +

3 დეკემბერი. 2018. 02:20

 

 

„მოკლედ, ამბავი არის ასეთი და არახალი... გაცვეთილი... ტილი-ტილი, ტრალივალი...“ -წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაყალბების ფონის შექმნა (პირადობის ყალბი მოწმობები, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა და სხვა) რევოლუციის მოწყობის მუქარა!

 

ფილარმონია, დახურული სივრცე, რომელშიც 3000 კაცი „გაჭედილობაშია“...

 

დაანონსებული კვირა დღე და ქუჩის აქციის, არეულობის, დაუმორჩილებლობის თარიღის დათქმა...

 

პარალელურად, პორტირებულების და ჩანერგილების მხრიდან, კულუარებში ხდება საქმის ჩაწყობის და მოლაპარაკებების გზით საფრთხის არიდების გარანტიების დადება...

 

აბა, ჰეე! აბა ჰოო!.. მოიწონებენ და კურცხალს მოიყენებენ თვალზე ოცნების „დიდი პოლიტიკოსები“...

 

ისიც ცნობილია, რომ ყველა მოლაპარაკება და უკანალის მიშვერა ბოკერიას ფართო მკერდზე გადის...

 

მერე მიადგებიან გაკვარახჭინებული საქმით ივანიშვილს. მოლაპარაკებების გარდაუვალობაზე წაიკითხავენ ოდებს. და ოლია მათხოვარივით დაიწყებენ - ერთი ბარტყი გადმოგვიგდეო!... ერთი სავარძელი მივცეთო... ერთი სკამიო.. ერთი ლიმონიო... ერთი ლოჯია მივუშენოთო და სტენკაც ჩავუდგათო!..

 

ჰო და, აი აქ მინდა მივმართო ბატონ ბიძინას!

 

არავის არ ეშინია მიშას დადგმული სპექტაკლების!

 

არავინ არ ვაპირებთ გარიგებებით და ჩაწყნარება- ჩაკვარახჭინებებით ცხოვრებას მომავალში! გვეყო 6 წელი!

 

გამოვლენ! გავალთ!

 

არევენ! დავრევთ!

 

არავინ, აღარასოდეს, არანაირი მიზეზით აღარ გაურიგდება ნაცებს და ნაცასკოლკებს!

გარწმუნებთ!

 

ეს არის იმ 550 000 ადამიანის ხმამაღლა დაფიქსირებული პოზიცია, რომელმაც მეორე ტურში, თქვენთან ერთად, მოახდინა გარდატეხა!

 

ეს ის ადამიანები ვართ, ვისთვისაც ქუჩაში ბრძოლა უფრო ჩვეული და ადვილია, ვიდრე კლავიატურასთან ორთქლის გამოშვება!

 

დაიწყეთ გარემოცვის წმენდა იმ ადამიანით, რომელიც პირველი შემოგთავაზებთ გარიგებას ღირსების წინააღმდეგ!“ - წერს ხოფერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner