საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„ეგ ამბავი დასწრებაზეა, შე ქინძო!
მეც ტარების უფლებით მაქვს, სიცოცხლის ბოლომდე და იქ რომ ვყოფილიყავი, ასაკოვანი ქალი რომ ცემე, კოჭს არა, ანუსს გაგიხვრიტავდი, მაინც არაფერი შეგემჩნეოდა!!!
ფრთხილად მოსახვევებში!
ისიც ფრთხილად იყოს, ვინც ამდენის უფლებას გაძლევთ! თქვენი დაისჯელობა ამოვიდა კისერში!“ - წერს ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.
„არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, იარაღის ტარების უფლებაც მაქვს და ვატარებ. ჩემს შვილებსა და ცოლს, ვინც ჩემთან ერთად არის, გადაწყვეტთ, რომ იძალადოთ ან რაიმე გააკეთოთ ისეთი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ფეხებს დაგიხვრიტავთ. პირდაპირ გეუბნებით ამ ეთერიდან. გაფრთხილებთ.
აბსოლუტურად კონკრეტული გადაწყვეტილება მაქვს მიღებული: როგორც კი მომიახლოვდებით და რამეს გადაწყვეტთ ისეთს, რაც კანონს აღემატება, ფიზიკურ ძალადობაზე გადახვალთ, თქმით რაც გინდათ, ის თქვით, ფეხებზე მკიდია თქვენი ნათქვამი, ორ იმდენს გიპასუხებთ – დაგიხვრიტავთ კოჭებს. პირდაპირ გეუბნებით – დაგიხვრიტავთ კოჭებს. არ მიეკაროთ ჩემს ოჯახს და აზრადაც არ მოგივიდეთ, მომეკაროთ – დაგიხვრიტავთ კოჭებს. ვინც გინდათ, ის იყავით და რამდენიც გინდათ. ყველას გეყოფით. რისთვის დავათრევ ამდენი წელია ამ იარაღს, ტარების უფლება მაქვს სიცოცხლის ბოლომდე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.