სუპერბაქტერიები - ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ბაქტერიები- 2050 წლისთვის ყოველწლიურად 10 მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს, თუ არ იქნება მიღებული ქმედითი ნაბიჯები მათთან საბრძოლველად - ასეთია დასკვნა ანტიმიკრობული რეზისტენტობის ანგარიშისა, რომელიც 1,5წლის წინ ბრიტანეთის მთავრობის დაკვეთით მომზადდა - წერს bbc.
ანგარიში Goldman Sachs-ის ყოფილი მთავარი ეკონიმისტის ჯიმ ონილის ხელმძღვანელობით მომზადდა.
ონილი მოუწოდებს მეცნიერებს შეიმუშაონ ახალი ტიპის ანტიბიოტიკი და ამასთან ერთად დაიწყოს მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობის და ექიმების ინფორმირება სუპერბაქტერიების საფრთხის შესახებ.
„უკვე რამდენიმე ათწლეულია ახალი ანტიბიოტიკი არ შექმნილა",- განაცხადა ონილმა.
ეკონომისტმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით ექიმები ანტიბიოტიკებს „როგორც კამფეტებს" ისე არიგებენ, რის შედეგადაც ისეთი სასიკვდილო ბაქტერიები როგორიცაა სალმონელა და ნაწლავის ჩხირი, რეზისტენტულები ხდებიან წამლების მიმართ.
ეს მომავალში გამოიწვევს ისეთ პროცესებს, რომ ისეთი მარტივი ოპერაცია, როგორიცაა ბრმა ნაწლავის ამოჭრა, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
დასკვნის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, 2050 წლისთვის ყოველწლიური ზარალი 10 ტრილიონი დოლარი იქნება.
ონილი მოუწოდებს მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეზღუდონ არსებული ანტიბიოტიკების უსაფუძვლო გამოყენება და ყოველი ახალი ანტიბიოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიას 1 მილიარდი დოლარი გადაუხადონ.
წყარო: http://www.bbc.com/news/health-36321394