საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოს პროკურატურა!
6 წელია გიდევთ მასალები ყალბი პირადობის მოწმობების შესახებ, რომელიც 2008 წლის არჩევნებში მასიურად იქნა გამოყენებული ნაციონალური რეჟიმის მიერ!
არსებობს ვიდეო მასალა აჭარაში და სამეგრელოში ამოღებული ფაქტების შესახებ!
რით ვერ გამოიძიეთ?
რით ვერ გაწმინდეთ ამომრჩეველთა სიები მიწერილებისგან? მკვდრებისგან? უმისამართოებისგან?
რატომ არ არის დაჭერილი ამ საქმის შემსრულებელი პირები?
რატომ აბარია სამაგიდო სიების საბოლოო ვარიანტის ფორმირება და ამობეჭდვა ისევ იმ პირს, ვინც 2007-და ამზადებდა ამ დანაშაულს?
რატომ შემოწმდა (ბოლოს 2014 წელს) ფოტოების იდენტიფიცირებით სიები და არ მოწმდება ყოველწლიურად?
რატომ გამოიყენეს სწორედ ამ არჩევნებზე მასიურად ნაციონალებმა ყალბი პირადობები?
ვისთან ინახებოდა 2012 წლიდან ეს ბაზა? იქნებ მერაბიშვილთან?..
რატომ გადასცა მერაბიშვილმა ეს ბაზა (სახელები, გვარები, მისამართები, პირადი ნომრები, საკონტაქტო რეკვიზიტები) სწორედ ნაციონალურ მოძრაობას ამა წლის არჩევნებისთვის და არა ევროპულ საქართველოს! რას შეპირდნენ მას?
ახლა აღარ გავაგრძელებ...
ყველაფერი კარგად იცის ვაშაძე პატარამ... ბოკერიამაც და სხვა დამნაშავეებმაც... უბრალოდ, ბაზა მერაბიშვილს ქონდა და აქამდე ვერ იყენებდნენ.
უნიათოები ხართ??? ალბათ, არა... უბრალოდ, ვერ იქნა და ვერ გაიწმინდეთ! ვერ იქნა და ვერ ისწავლეთ ჭკუა!
მასე გააგრძელეთ!
ჩვენ კი, დავიწყებთ თქვენს მხილებას და აბა, ვინმემ ხელი დაგაფაროთ!“ - წერს ხოფერია.