ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელთან დაკავშირებით ისაუბრა. ტყემალაძე მხარს არ უჭერს აღნიშნული მოდელის შემოღებას, რადგან საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.
„გერმანიაშიც კი თავიანთ მოდელს სკეპტიკურად უყურებენ. არ შეიძლება თქმა, რომ გერმანული მოდელია და ამიტომ კარგია. „გერმანული მოდელი" არ მომწონს პრინციპულად და არ დავუჭერ მხარს, რადგან არ არის საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაში, სადაც პირდაპირ წერია, რომ 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით 5 %-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ეს ეწინააღმდეგება „გერმანული მოდელის" პრინციპს. „გერმანული მოდელით" შეიძლება მოხდეს, რომ მაჟორიტარებმა შეავსონ 77 დეპუტატი, ასეთ შემთხვევაში გერმანიის კონსტიტუცია ითვალისწინებს 3-4 მანდატის დამატების შესაძლებლობას, ქართული კი არა" , - განაცხადა ტყემალაძემ.