საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა მედიაში გავრცელებული „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის შეფასებისას განაცხადა, რომ მას აღნიშნული პარტიის სია არასდროს მოსწონდა და ვერც ამ არჩევნებზე ვერ მოიწონებს.
„უბრალოდ, რამდენიმეს ვეტყვი, რომ 20-ის ზემოთ ტყუილად არიან ჩაწერილები. თავიდან წარმოგვიდგინეს 15-კაციანი სულ სხვა შემადგენლობა და ახლა ბოკერია გაჩნდა პირველ 15 კაცში, რადგან მიხვდა, რომ 15 კაცზე ზემოთ ვერ გაიყვანენ. მინდა ვუთხრა, რომ 20-ის ზემოთ ყველანი მოტყუებულები ხართ, ამიტომ ვიდრე დროა, იზრუნეთ, რომ როგორც ბოკერიამ გადაინაცვლა მეორე ათეულში, თქვენც გადაინაცვლოთ მეორე ათეულში, თორემ ბარიერს მიღმა დარჩებით. ერწმუნეთ ჩემს საარჩევნო ინტუიციას და პროგნოზს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.