logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე NATO-ს ლიდერები აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს
- +

19 მაისი. 2016. 15:21



NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მონტენეგროს გაწევრიანება მკაფიო გზავნილია, რომ NATO-ს კარი ღიაა და განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოსთან.


 

დღეს ისტორიული დღეა. დღეს მონტენეგროს NATO- წევრობის შესახებ მოვაწერთ ხელს. ეს მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისთვის, NATO-სთვის და მონტენეგროსთვის. ეს მკაფიო გზავნილია, რომ NATO- კარი ღიაა და განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას საქართველოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული კუთხით. რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მივიღე ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნაში. ეს არის მაგალითი, თუ როგორია ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან, როგორ ვეხმარებით მოდერნიზებაში, რეფორმების ჩატარებაში და იმაში, რომ უფრო მეტად შეძლოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი. დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე NATO- ლიდერები აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner