logo_geo
eng_logo
Fitch Ratings-მა „ლიბერთი ბანკს“ რეიტინგი (B+)-მდე გაუზარდა
- +

19 მაისი. 2016. 15:24



Fitch Ratings-მა „ლიბერთი ბანკს" გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (Issuers Default Rating) B-დან B+ მდე გაუზარდა, ხოლო მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი B ზე, სტაბილური პროგნოზით დაუდასტურა.



Fitch Ratings-ის განცხადებით, „ლიბერთი ბანკს" რეიტინგი მომგებიანობის გაუმჯობესების გამო გაეზარდა, რადგან ბანკმა, არასახარბიელო გარემო ფაქტორების მიუხედავად, ადეკვატური კაპიტალიზაციის და აქტივების ხარისხის ჯანსაღი მაჩვენებლების შენარჩუნება შეძლო.



ცოტა ხნის წინ, ბანკმა 2016 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბანკი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს (წმინდა მოგება - 7.8 მილიონი ლარი, ROAE - 23.05% გაწლიურებული, ROAA - 2.03% გაწლიურებული).



ლიბერთი ბანკის" საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება გამოწვეულია ბანკის მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებით და მაღალი საზედამხედველო კაპიტალის ბუფერით. სანდო, გლობალური ინსტიტუტის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაზრდა სრულ თანხვედრაშია ბანკის ფინანსურ შედეგებთან", - აღნიშნა „ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner