ბიზნესმენი ვახტანგ ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე სააკაშვილის ხელისუფლების დროს მუშაობდა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელად და ხელი მიუწვდებიდა მოქალაქეების პირად მონაცემებზე. სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიხილეთ ყალბი (გარდაცვლილი მოქალაქეების) პირადობის მოწმობები. დამატებითი ამომრჩეველის მიწერა სხვადასხა მისამართებზე. ენმ-ს კოორდინატორების სიებით მანიპულაციები არჩევნებზე და სხვა. ყველაზე დიდი პრობლემა და ფარსი ის არის, რომ შეხმატკბილებულად აგვარებდნენ საქმეებს საარჩევნო უბნებში გაერთიანებული ოპოზიციისა და ქართული ოცნების ზოგიერთი კომისიის წევრები. დაფიქსირებულია საარჩევნო უბნები სადაც გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა და ოცნების კომისიის წევრები დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ ფაქტს. ერთხელ და სამუდამოთ უნდა იქნას გამოძიებული საიდან მიიღო გრიგოლ ვაშაძემ 780 000 ხმა“, - წერს ვახტანგ ბეგიაშვილი.