logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ინაუგურაციის ადგილად სხვადასხვა ვარიანტი განიხილება...
- +

3 დეკემბერი. 2018. 22:56

 

 

„ინაუგურაციის ჩატარების ადგილად სხვადასხვა ვარიანტი განიხილება და ჯერ არ გეტყვით. თუნდაც, თბილისში არის რამდენიმე ვარიანტი - ვმსჯელობთ“, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ინაუგურაციის გამართვის ადგილთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

„არაფერი არ არის ჯერ მართალი, რადგან არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ამას ჯერ არ გეტყვით. ვარიანტები, თუნდაც, თბილისში, არის რამდენიმე. ჯერ ვმსჯელობთ ამაზე. როცა მეცოდინება, გეტყვით", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა კონკრეტულად სად გაიმართება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner