logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: შემოთავაზებულ მოდელს არ დავარქმევდი გერმანულს, რადგან გერმანიას ძალიან დიდ პატივს ვცემ
- +

19 მაისი. 2016. 15:32



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შეფასებისას განაცხადა, რომ აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს ორი განსხვავებული საარჩევნო სისტემის არჩევნების ჩატარებას, მაგრამ ერთი საარჩევნო სისტემის მიხედვით არჩევნების შედეგების შეჯამებას.


მისი განცხადებით, შემოთავაზებულ მოდელს არ დაარქმევდა გერმანულს, რადგან გერმანიას ძალიან დიდ პატივს სცემს.


აქ არის არსებითი დარღვევა, რადგან თუ ორი განსახვავებული სისტემით ტარდება არჩევნები, როგორ შეიძლება ის შეჯამდეს ერთი და არა ორი სისტემით? აქედან გამომდინარე, ეს თავისი არსით არასწორია. იმიტომ რომ გვეუბნებიან, მოდით,არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩავატაროთ, მაგრამ შედეგები შეჯამდეს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით, რაც უკვე თავისთავად დარღვევას წარმოადგენს, რადგან კონსტიტუციაში ჩაწერილი ეს ორი სისტემა ნიშნავს იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და შედეგები შეჯამდეს ამ სისტემების მახასიათებლებით.
ეს არის მცდელობა ოპონენტების მხრიდან, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის მიუღწევლობის გამო, ვითომ კონსტიტუციის არდარღვევის საბაბით გადაისინჯოს საარჩევნო კანონი", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.



კითხვაზე, არის თუ არა რესპუბლიკური პარტიის წევრის ვახტანგ ხმალაძის მიერ დაწერილი პროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამო,ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ვახტანგ ხმალაძის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, რამდენიმე კანონი გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ.


ასე რომ, ეს რეალური ფაქტია. მე ბატონ ვახტანგს ამას ვერ დავაბრალებ, რადგან ის წესიერი ადამიანი გახლავთ, მაგრამ უშეცდომო არავინაა, მათ შორის არც ვახტანგ ხმალაძე", - განაცხადა ქუცნაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner