logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: გილოცავთ ქალბატონო სალომე და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ
- +

3 დეკემბერი. 2018. 23:45

 

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა.

 

შეხვედრას სალომე ზურაბიშვილთან ერთად ლაშა ჟვანიაც ესწრებოდა, რომელიც მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.

 

„მადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა, ძალიან სწორია, რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.

 

„გილოცავთ ქალბატონო სალომე და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner