logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია ბულინგი, რასაც გვარამია ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს!
- +

4 დეკემბერი. 2018. 03:37

 

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ძალადობა მიუღებელია. კალაძე თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმას გამოეხმაურა.

 

„ფაქტი ძალიან ცუდია, ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა, მე ამაზე ყველა ჩემს გამოსვლასა და ინტერვიუში მივუთითებდი, რომ კატეგორიულად მიუღებელია, რაც ხდებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, როგორი ბილწსიტყვაობა იყო, პირდაპირ ეთერიდან დედის გინებაზე იყვნენ გადასულები და არავის უნდა გაუკვირდეს ის, რომ ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს ამის შემდეგ" - ამბობს თბილისის მერი.

 

კითხვაზე, „თქვენ ამბობთ, რომ როდესაც ტელევიზიიდან ისმენენ გინებას, ამაზე შეიძლება გაღიზიანდნენ და ის რეაქცია იყოს, რაც იყო?", კახა კალაძე პასუხობს - “რასაც დასთეს, იმას მოიმკი - ხომ იცით ეს გამონათქვამი?".

 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, მე ყოველთვის ვგმობდი და ვგმობ ძალადობას, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის ბულინგი, რასაც თქვენი გენერალური დირექტორი აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში, მხედველობაში მაქვს გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რასაც ის მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა ყველას, დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს გვარამიამ ან ვინ უნდა ჩარეცხოს გვარამიამ?" - თქვა თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, თავდასხმის საქმეზე ხულიგნობის მუხლით ერთერთი დაკავებული დავით მაჭავარიანი „უპატიოსნესი ადამიანია“.

 

„წლების განმავლობაში პროტოკოლის უფროსია და მაგ ადამიანზე კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია" - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner