logo_geo
eng_logo
კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა
- +

4 დეკემბერი. 2018. 02:15

 

 

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ინფორმაციით, მსახიობ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

 

„ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება. კახი კავსაძეს მისი ვაჟი, ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ირაკლი კავსაძე შეცვლის, რომელიც ვაშინგტონიდან საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში.  იმედი გვაქვს, ბატონი კახი მომდევნო თვეებში დანიშნულ სპექტაკლებში თამაშს შეძლებს და მთელი თეატრის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!”– ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner