logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას უჭერს მხარს
- +

4 დეკემბერი. 2018. 03:19

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი რუსეთის მიერ უკრაინული ხომალდებისა და უკრაინელი მეზღვაურების დაკავების გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას უჭერს მხარს. ამის შესახებ ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ავანგარდში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

 

ტერეზა მეის თქმით, უკრაინელი ხომალდების დაკავება რუსეთის ქმედებების ტიპური მაგალითია. მან რუსეთს უკრაინელი მეზღვაურებისა და ხომალდების გათავისუფლება, ასევე აზოვის ზღვაში ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner