საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.
ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტი არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადეს საქართველოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის და განაცხადეს, რომ ამ მისიებში საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.