პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „პრეზიდენტისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები სრულად შეესაბამება და პროპორციულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობასთან“.
„მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა მიზეზების საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, მაშინ, როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 9 800 000 ლარის გამოყოფა იყო დაგეგმილი.