logo_geo
eng_logo
სასამართლომ J&J-ს კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახისთვის, 72 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა
- +

24 თებერვალი. 2016. 23:31

 

 

კომპანია Johnson & Johnson-ი 72 მილიონ დოლარს გადაიხდის, მისურის შტატში მცხოვრები ქალბატონის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, რომლის სიკვდილიც კომპანიის პროდუქციის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, ქალბატონი წლების განმავლობაში, J&J-ის საშხაპე საშუალებებს იყენებდა, მისი გარდაცვალების მიზეზი კი საკვერცხის კიბო გახდა.


როიტერსის ინფორმაციით, შტატების საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გუშინ ღამით გამოიტანეს. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანია გაყიდვების გაზრდის მიზნით, წლების განმავლობაში მალავდა ფაქტს, რომ მის პროდუქციას შესაძლოა კიბო გამოეწვია, ტალკის ფხვნილის შემცველობის გამო. მხოლოდ მისურის შტატში მსგავსი ტიპის 1000-ზე მეტი საქმეა აღძრული, 200-მდე კი ნიუ-ჯერსიში. ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანია გულგრილობაში, თაღლითობასა და შეთქმულებაში სცნეს დამნაშავედ. ოჯახის ადვოკატის ცნობით, კომპანიამ რისკის შესახებ ჯერ კიდევ 1980 წელს იცოდა, თუმცა მას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.


"ჩვენი პასუხისმგებლობა მომხმარებლის ჯანმრთელობის მიმართ ძალიან მაღალია. იმედგაცრუებულები  ვართ მომხდარი ფაქტის გამო. თანავუგრძნობთ მოსარჩელის ოჯახს, თუმცა მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებას არაერთი მეცნიერული მტკიცებულება უწყობს ხელს", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner