logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხმალაძე: საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემ, პრეზიდენტს რჩევა მივცე
- +

19 მაისი. 2016. 15:36


 

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებზე მესამე სექტორი პრეზიდენტს ვეტოს დადების თხოვნით მიმართავს. რას ფიქრობს ამ საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, ამის შესახებ მან „რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა:

 

 

„პრეზიდენტის გასაწყვეტია, დაადოს თუ არა ვეტო ამ კანონპროექტს. თუ თავად არ მკითხა რჩევა, საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემ, მას რჩევა მივცე", - განაცხადა ხმალაძემ.

 

 

რაც შეეხება საარჩევნო სისტემაში ე.წ. გერმანული მოდელის დანერგვას, ხმალაძის თქმით, კანონპროექტი უკვე რეგისტრირებულია და ის სავალდებულო კომიტეტებმა უნდა განიხილონ.

 

 

„ამ კანონპროექტის ავტორი გახლავართ, კომიტეტმა ამის ინიცირება მოახდინა. რეგისტრირებულია და გადაეცა კომიტეტებს განსახილველად და უახლოეს ხანებში იქნება  საკომიტეტო მოსმენები. კანონის განსახილველად სავალდებულო კომიტეტებს აქვთ 2 კვირის ვადა. მათზეა დამოკიდებული, როდის განიხილავენ. ხოლო ამის შემდეგ კი კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს", - აღნიშნა ხმალაძემ.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner