ავტორი ალა გრიგალაშვილი
17 მაისს, დეპუტატ თამაზ მეჭიაურსა და ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გამოეხმაურა. მისი აზრით, არასწორია დეპუტატის დადანაშაულება ჰომოფობიაში.
„ვუყურებდი ეთერში - საყურეებიანი, თმაგადავარცხნილი ბიჭი, ქალური უნარ-ჩვევებით რომ გადაუდგა წინ, ლამის გადმოვიდა კაცი და თქვა: მომაცილეთ ეს „პიდარასტიო"! მეც ეგრე მოვიქცეოდი ზუსტად! ვიღაცას შესაძლოა მოეჩვენოს, რომ მეჭიაური დინების წინააღმდეგ ცურავს, მაგრამ ეს ასე არ არის... გუშინ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე არმიის მინისტრად ჰომოსექსუალი ერიკ ფენინგი დაამტკიცეს. ამერიკა შეიძლება უძლებს ამას, საფრანგეთმაც შეიძლება გაუძლოს, მაგრამ 3-მილიონიანი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს", - განუცხადა „რეპორტიორს" ცინცაძემ.