logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებით ქვეყანაში ახალი გამოწვევების ეტაპი იწყება
- +

4 დეკემბერი. 2018. 15:11

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებით ქვეყანაში ახალი გამოწვევების ეტაპი იწყება.

 

„მნიშვნელოვანია, ჩვენი დღის წესრიგი შევქმნათ. უმთავრესი კი ის საჭიროებებია, რომელიც დღეს მოსახლეობის წინაშეა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვისაა აუცილებელი და არა ის, თუ რა უნდა დღეს ვაშაძეს, სააკაშვილს ან რომელიმე პოლიტიკოსს. ამიტომ, საჭიროა, ახალი ხედვით და სწრაფი ტემპით წარმოვადგინოთ ის მიმართულებები, რომელსაც ჩვენს ხალხს უკვე 2019 წელსვე შევთავაზებთ, რისი მოლოდინიც საზოგადოებაში არსებობს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner