„მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, ხორციელდება საპოლიციო საქმიანობის მნიშვნელოვანი გადააზრება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედება, „საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის“ მიდგომის ბრწყინვალე მაგალითია.
„ეს არის „საზოგადოებაზე ორიენტირებული პილიციის“ მიდგომის ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც პოლიციის საქმიანობა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა განიხილება როგორც საზოგადოებრივი სერვისის განხორციელება... როდესაც პოლიციელები, უბნებზე მათი ხილვადობით, საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, პარტნიორობით და ადგილზე კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებით ახორციელებენ სამართალდარღვევის პრევენციას და კონკრეტული ლოკაციების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.
ამ მოდელის შემოღებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იდგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლური დემოკრატიების სამართალდამცავი სისტემების საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კუთხით", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.