logo_geo
eng_logo
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
- +

4 დეკემბერი. 2018. 16:36

 

საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

 

 

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.

 

მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა - შვიდივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულიყო პატიმრობა, სრულად დააკმაყოფილა.

 

 

 

 

 

მოსამართლის განმარტებით, საფრთხეები, რაც პროკურორმა წარმოადგინა, სახეზეა. კერძოდ, პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე.

 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

 

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner