თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტმა თავისი მოღვაწეობა ყველანაირი პრობლემების გარეშე გააგრძელოს.
„ჩვენ თუ რეალურად შევხედავთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მგონია, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც დაკორექტირდა და არის წარმოდგენილი, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ მან თავისი მოღვაწეობა ყველანაირი პრობლემების გარეშე გააგრძელოს. მე ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, იქნება პოლიტიკური სპეკულაციების მცდელობები და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს შესაძლებლობა, ვინც ამ თემით სპეკულირებს",- განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.