logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- +

4 დეკემბერი. 2018. 20:12

„რუმინეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან მოკავშირედ და აფასებს იმ რეფორმებსა და პროგრესს რასაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.“-  ამის შესახებ  რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

დავით ზალკალიანისა და რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

 

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. რუმინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო მიღწეული პროგრესით და ტრანსატლანიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციით იმსახურებს გაწევრიანების მიზნის მიღწევას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე საქართველოსა და რუმინეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ პოტენციალს.

 

დავით ზალკალიანი მიესალმა ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის მომავალ თავმჯდომარეობას და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის 10 წლის საიუბილეო თარიღს და მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.

 

თავის მხრივ თეოდორ მელეშკანუმ აღნიშნა, რომ რუმინეთის თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა.

 

ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას მინისტრები მიესალმნენ რუმინეთისა და საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნებში. განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის ჩართულობა შავი ზღვა -კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში.

 

მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალში აქტიურად გააგრძელონ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, ხელი შეუწყონ ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებას, რაზეც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს თბილისსა და ბუქარესტს შორის პირდაპირი ფრენების ამოქმედება. ამ მხრივ აღინიშნა საქართველოში რუმინელი ტურისტების ზრდის ტენდენცია.

 

თეოდორ მელეშკანომ დავით ზალკალიანს მიულოცა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების  ჩატარება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner