logo_geo
eng_logo
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება
- +

4 დეკემბერი. 2018. 20:20

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე 5-6 დეკებერს, 12:00-დან 16:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

 

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კილომეტრზე, მდინარე ბიდარაზე მოწყობილ დროებით ხიდზე დაგეგმილი, ლითონის მალის ნაშენის სავალი ნაწილის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner