ავტორი ანა ნონიკაშვილი
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, სასამართლოს მიუკერძოებლობაზე ისაუბრა. გამსახურდიას აზრით, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს მოსამართლეებისგან, რომლებსაც კავშირი აქვთ მიხეილ სააკაშვილთან.
„ყველა მოსამართლე, რომელიც შემჩნეულია პოლიტიკური ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაში, განაჩენის გამოტანაში, მიხეილ სააკაშვილის მაღალჩინოსნების კავშირში, უნდა დაემშვიდობოს მოსამართლის სკამს და მანტიას. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ ჩვენ გვქონდეს მიუკერძოებელი და მართლაც არაპოლიტიზირებული მართლმსაჯულება", - განაცხადა გამსახურდიამ.