ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„ქალი სტატუსით - ბოკერიას ცოლი! დაახლოებით, იგივეა, რაც - ბასკერვილების ძაღლი, ბაკულას ღორები...
ქალი, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად, იქნიოს მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი, პერიოდულად ამოიგდოს ბეჭი და გამოაჩინოს სარცხვო, გაუშრეს პირი და გაუფართოვდეს გუგები, მერე მოადგეს დუჟი და გაწითლებულ კისერზე ლურჯად დაასკდეს ძარღვები!
ურცხვად, ისე, როგორც სჩვევიათ ფსიქიური დარღვევების მქონე ადამიანებს, შეურაცხყოს ყველა, მიუხედავად ასაკისა და ცენზისა, საყოველთაოდ ცნობილ სიმართლეზე თქვას, რომ ტყუილია, შავზე თქვას, რომ თეთრია, საზოგადოებას ეძახოს სულელები და დებილები.
აი, ასეთ პიროვნულ და პოლიტიკურ ნაგავს აქვს პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს... უკაცრავად, ხელისუფლებაში დააბრუნონ მისი პატრონი... ისე, პატრონი რომ ჰყავდეს, "ქსანაქსს" მაინც დაალევინებდა...
თამარა ჩორგოლეიშვილი - ბოკერიას ცოლი! ზუსტად ისე, როგორც ბაკულას ღორები!“ - წერს ხოფერია.