logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: წელს, გასულ წელთან შედარებით სამინისტროს რეაგირება იყო ხარისხიანი!
- +

5 დეკემბერი. 2018. 00:58

ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა „პირისპირ“-ში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წინასაარჩევნო და არჩევნების დღეს დაწყებულ გამოძიებებზე ისაუბრა. 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დანაშაულის თითოეულ ფაქტზე, რომელთან დაკავშირებითაც უწყებაში შეტყობინება  შემოვიდა გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. საკმაოდ მოკლე დროში, თუ არ ვცდები 4-5 დღე გავიდა, აი ამ მოკლე დროში,  ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოვიპოვეთ, რომ  გამოძიებები უკვე გარკვეულ კონდიციამდე მივიდა. აქედან 8 ფაქტი არ დადასტურდა და გამოძიება უკვე შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამ ეტაპზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არის 2 ფაქტი, რაზეც უახლოეს დღეებში უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ოღონდ წინასწარ არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ამ 24 ფაქტის ფარგლებში ჩვენ გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ როგორც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების ისე მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის  ფაქტები. ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ 22 პირია სულ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელთაგან ნაწილში ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიტიკური მოტივი და შეიძლება ითქვას, რომ წელს ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება და ეს არ არის ჩვენი შეფასება, ასე შეაფასეს სამინისტროს რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც - საკმაოდ ეფექტიანი და ხარისხიანი იყო გასულ წელთან შედარებით, ასევე, ძალადობის ფაქტების კლებაც შეინიშნება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner