logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყვითელი ავტობუსების პარკი კრიტიკას ვერ უძლებს
- +

5 დეკემბერი. 2018. 00:59

 

„ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც მოაწესრიგებს ტრანსპორტს დედაქალაქში“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„ყვითელი ავტობუსების პარკი კრიტიკას ვერ უძლებს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვისაც დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად 2019 წლის ბოლოსთვის ჩვენ არსებულ პარკს სრულად ჩავანაცვლებთ ახალი ევროპული ტიპის ავტობუსებით“, - აცხადებს მერი.

 

კალაძის თქმით ქალაქს 7 ახალი მეტროსადგური დაემატება და ეს პროექტი 90 მილიონი ლარი ჯდება. არსებობს იდეა რუსთავთან მიწისზედა მეტროთი დედაქალაქის დასაკავშირებლად.

 

დღეს თბილისის მერიამ ანგარიში წარადგინა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner