logo_geo
eng_logo
სომხეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის დროს ორი ადამიანი დაიღუპა
- +

5 დეკემბერი. 2018. 01:57

 

სომხეთში Су–25-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულები სამხედრო მფრინავები არიან. მოიერიშე თვითმფრინავი გიუმრის ავიაბაზიდან აფრენის შემდეგ თხუთმეტ წუთში გაქრა რადარებიდან.

 

სომხური მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც საწვრთნელ გაფრენას ახორციელებდა, ქალაქ მარალიკის მახლობლად მთებში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner