„ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით ხალხის მოთხოვნებზე“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ხელისუფლება მოთხოვნას პროპორციულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციის ცვლილების პირვანდელ ვარიანტში იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ მას მხარი არ დაუჭირა. ამიტომ, გუნდი პირველ ეტაპზე ორსაფეხურიან სისტემაზე შეთანხმდა.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებს მოითხოვს.