logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

5 დეკემბერი. 2018. 12:10

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებული, გერმანიის მოქალაქე  ლ.ა. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ა.-მ  უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალებები - 1039,9649 გრ „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 27,86115 გრ  „ამფეტამინი“, 2,5518 გრ „ბუპრენორფინი“ და 38,099495 გრ კოკაინი (მარილი),  საიდანაც  21,8673 გრ „მდმა“ , 8,3 გრ „ამფეტამინი“ და 5,3357  გრ კოკაინი (მარილი) უკანონოდ გაასაღა ნ.ჩ.-ზე, ხოლო ნაწილს  ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში.

 

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები პოლიციის თანამშრომლების მიერ, 2018 წლის წლის 14 მარტს,  ქ.თბილისში ნ.ჩ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის და ლ.ა.-ს  საცხოვრებელი ბინის ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.

 

ლ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner