logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს
- +

5 დეკემბერი. 2018. 12:21

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მოთხოვნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას თანამშრომლობის სხვა გაგება აქვს, რადგან სურს, მისი წინადადებები პრივილეგირებული და გაზიარებული იყოს, მაშინ როცა ოპოზიცია არა მხოლოდ აგრესიულად არის განწყობილი, არამედ მათი საქმიანობა ხასიათდება, როგორც დესტრუქცია და დესტაბილიზაცია.

 

„მათი მიზანია, საზოგადოებაში რაც შეიძლება მკაფიო და აგრესიული გამყოფი ხაზები იყოს. პარლამენტში ოპოზიციას თავისი წარმომადგენლობა ჰყავს და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები მათ პოზიციებს იზიარებენ. კონსულტაციებზე უარი არასოდეს გვითქვამს, მაგრამ კონსულტაციებს გააჩნია, საკუთარი პოზიციების თავზე მოხვევა უნდათ. ანტაგონიზმის გათვალისწინებით, პროპორციული სისტემა 2020 წელს სამთავრობო კრიზისს მოიტანს, რასაც განვითარებული, ევროპული დემოკრატიული ქვეყნები ვერ გადაურჩნენ, საქართველოს კი, ეს ფუფუნება არ გააჩნია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner